02 ივლისი 2026,   18:57
ვრცლად
"არანაირი ალიანსები არ არსებობს, არსებობს აგენტთა კრებული. ეს აგენტთა კრებული ერთ დროს გარე ძალების მეშვეობით და მათი ხელდასხმით განაგებდა ქვეყანას" - გიორგი სოსიაშვილი

დაპირისპირება ოპოზიციაში - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა მელიასა და "კოალიცია ცვლილებების“ მისამართით. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს ისევ აკრიტიკებენ "ფედერალისტები," რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პარტია დაასუსტა და შესაძლოა, საერთო პოლიტიკური პროცესიც დააზიანოს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმშია და რეალურად მხოლოდ გარე ძალების ინტერესებისთვის მოქმედებს.

"არანაირი ალიანსები არ არსებობს, არსებობს აგენტთა კრებული. ეს აგენტთა კრებული ერთ დროს გარე ძალების მეშვეობით და მათი ხელდასხმით განაგებდა ქვეყანას.

ნაცისტური რეჟიმის ბოლო დღეებს უყურებს ჩვენი სახლი. ის რაც ხდება ახლა, ფსკერს ქვემოთ არიან. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა ვერ იყოფენ არსებულ რესურსს, ფულად რესურსს ვგულისხმობ და, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, რა მდგომარეობაში ჰყავდათ ქართველი ხალხი.

ეს სახადი ქართველმა ხალხმა უკვე მოიხადა და აღარასოდეს აღარ დაბრუნდება ის ძალა, რომელმაც ქართველ ხალხს ასეთი უბედურება დამართა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

დღის ამბები