02 ივლისი 2026,   17:41
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - აბიტურიენტების ნაწილი საგამოცდო ცენტრებს უკვე ტოვებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. უკვე 4 საათია, ქვეყნის მასშტაბით 24-ივე საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა მიმდინარეობს.

პირველი სესია მალე დასრულდება, აბიტურიენტების ნაწილი საგამოცდო ცენტრებს უკვე ტოვებს. აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასზე მეტია, ცენტრები კი 12 ქალაქშია გახსნილი.

"ვაბარებ ჯავახიშვილში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მივაღწევ წარმატებას და მოვხვდები იქ, სადაც მინდა. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი თავის, მგონია, რომ ჩავაბარებ და მივაღწევ მიზანს. უფასო სწავლა კი, ძალიან დიდი მიღწევაა", - აცხადებს აბიტურიენტი.

დღის ამბები