02 ივლისი 2026,   13:09
ვრცლად
რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს რაკეტებითა და დრონებით შეუტია - ათობით მსხვერპლის ფონზე, ზელენსკიმ ირლანდიაში ვიზიტი შეწყვიტა

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია. რაკეტებით და დრონებით თავდასხმის სამიზნე კიევი გახდა. ღამით ქალაქზე რუსეთის ძალების თავდასხმას, ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 34, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი და მძღოლი.

ჩამოშლილი და დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლები, სასტუმრო და სასწრაფო დახმარების ქვესადგური. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

ხარკოვში, მართვადი ბომბების დარტყმას, 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, - დაშავებულია 32 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკში, ბენზინგასამართ სადგურებზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ზაპოროჟიეში განადგურებულია ხორცკომბინატი. თავდასხმების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიაში ვიზიტი შეწყვიტა.
 
დღის ამბები