საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ასევე ბიბლიოთეკა და მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერეს.
მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ.