02 ივლისი 2026,   19:21
ვრცლად
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. მან ხმების 50,9% მიიღო.

არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე სილვამ მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. და სილვამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. ის დამნაშავედ ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ცნეს.

",მათ ჩემი ცოცხლად დამარხვა სცადეს და აი, მე აქ ვარ," - განაცხადა პრეზიდენტმა გამარჯვების შემდეგ.

დღის ამბები