03 ივლისი 2026,   01:01
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები - პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. 

საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

დღის ამბები