16 ნოემბერი 2026,   08:49
ვრცლად
გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა - 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა

გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა - ტურნირში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა, აბსოლუტურ წონაში კი ოქროს მედლის მფლობელი უზბეკი სპორტსმენი გახდა.

ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო - ირაკლი დოლაბერიძემ გამარჯვებულები პირადად დააჯილდოვა.

დღის ამბები