რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი სპექტაკლ "მწვანე ბარათით" დაიხურა. ღონისძიება ქალაქში უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში ათი თეატრალური დასი მონაწილეობდა.
საუკეთესო ინსცენირებისთვის კომედიის ფესტივალის ჯილდო, "თავისუფალ თეატრს" გადაეცა, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძისთვის." საუკეთესო ქალი მსახიობის და ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზი, კი რუსთავის თეატრის მსახიობებს - მარიამ მღებრიშვილს და ანდრია ვაჭრიძეს ხვდათ წილად.