ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავს - მიზეზი რუსული სპეცსამსახურების მხრიდან დივერსიული მცდელობაა.
ტალინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცავებმა დრონების მწარმოებელი კომპანიის შენობის გადაწვის მცდელობისთვის 8 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, საქმის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მტრული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
ესტონეთის ამ ნაბიჯს უკვე გამოეხმაურა მოსკოვი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, თუ ესტონეთი რეალურად გეგმავს რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვას, ეს აგრესიული რუსოფობიის მორიგი გამოვლინება იქნება.