03 ივლისი 2026,   02:02
ვრცლად
გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ნიკანორ მელია, უშუალოდ ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ მოქმედებებში - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

8 პირს სხვადასხვა მუხლით ედავებიან, მათ შორის არის საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტები.

საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბრალდებულების მხრიდან არ მხოლოდ მოწოდებები ისმოდა, არამედ უშუალოდ პროცესში იყვნენ ჩართულნი.

"მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გავიგეთ ის, რომ საქმეზე ბრალდებული რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ნიკანორ მელია, უშუალოდ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ მოქმედებებში, როგორიც იყო უშუალოდ მცდელობა გაერღვიათ პოლიციელთა ჯაჭვი, კორდონი და შეეღწიათ პარლამენტის შენობაში", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

დღის ამბები