03 ივლისი 2026,   04:53
ვრცლად
დღეს დაკითხული მოწმისგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტულ "ქოლ-ცენტრთან" დაკავშირებით - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესი, რომელსაც ლილუაშვილიც ესწრებოდა, დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"საწყისი ეტაპიდან ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავდა, რომ სუს-ი, ზოგადად, "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, "ქოლ-ცენტრების" საკითხი მის უწყება საერთოდ არ ეხებოდა. ასეთი განმარტება ბრალდებულს არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა დღეს ჩვენ დაკითხული მოწმისგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტულ "ქოლ-ცენტრთან" დაკავშირებით - ზეპირსიტყვიერად, მათ შორის, ლილუაშვილისგან მიუღია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა ყოფილიყო "ქოლ-ცენტრი" და ამის საფუძველზე ხდებოდა უკვე ფინანსთა სამინისტროს რეაგირება, თუმცა მოწმემ ისიც განმარტა, რომ მსგავსი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე როდესაც შევიდოდა, შესაძლოა, ადგილზე არ დახვედროდა არაფერი, შესაძლოა, დაკეტილი ყოფილიყო და შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი - ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ იწყებდა გამოძიება და შედეგზე ვერასოდეს გადიოდა," - აღნიშნა ბრაკდებულმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები