02 ივლისი 2026,   19:09
ვრცლად
რუსეთის მორიგი შეტევა უკრაინაზე - ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში აფეთქებებია

გასულ ღამეს და შაბათ დილით რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინის რამდენიმე ოლქს დაარტყა. მათ შორის აფეთქებებია ჩერკასის, ხმელნიცკის, კიევის,  რივნისა და ვინიცის ოლქებში

როგორც ჩერკასის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა განაცხადა, რეგიონზე თავდასხმა ღამით განხორციელდა. ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს კონკრეტულად სად განხორციელდა დარტყმა,. თუმცა მედიის ინფორმაციით,  ეს ქალაქ სმელასთან მოხდა. დასახლებაში დიდი ხანძარი გაჩნდა.

შაბათს, დილით მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ხმელნიცკისა და კიევის ოლქის ხელმძღვანელები საჰაერო  თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ იტყობინებიან. ქალაქ ხმელნიცკში გათიშულია ელექტროენერგია

აფეთქებები ისმოდა რივნეს ოლქშიც,  სადაც ასევე წარმოიშვა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა.

მედიაში ვრცელდება ვინიცის ოლქში  აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ფოტოებიც.

დღის ამბები