03 დეკემბერი 2022,   00:22
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სხდომის დაწყებისთანავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც, ქალაქის ტერიტორიიდან ერთი რქოსანი პირუტყვის გადადენა 500 ლარი ჯდება, ამ სერვისის მთლიანი ბიუჯეტი კი 90 000 ლარს შეადგენს.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, მაშინ როცა ქვეყანაში მძიმე სოციალურია, ასეთ მომსახურებაზე ამხელა თანხის ხარჯვა უპასუხისმგებლობაა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. “ქართული ოცნების” წევრებმა ოპოზიციას არაკომპეტენტური და პროვოკატორი უწოდა.

დღის ამბები