09 დეკემბერი 2022,   20:03
ვრცლად
300 მილიონ ლარი, რომელსაც სახელმწიფო მომავალ წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების ასაშენებლად დახარჯავს - პირველ ეტაპზე ახალ სახლს 7000 დევნილი მიიღებს

დევნილების სახლებით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტი სამჯერ იზრდება. 300 მილიონ ლარს სახელმწიფო მომავალ წელს სწორედ იძულებით გადაადგილებული პირების ბინების ასაშენებლად დახარჯავს. პირველ ეტაპზე ახალ სახლს 7 ათასი დევნილი მიიღებს, ბინების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

პარალელურად, გრძელდება სოფლად სახლის პროგრამაც, რომლის ფარგლებში 6 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო სახლებს დევნილი ოჯახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში თავად არჩევენ, რის შემდეგაც მის შესაძენად მოლაპარაკებას უკვე სახელმწიფო იწყებს, ასეთი ოჯახებისთვის სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სპეციალური პროგრამაც მოქმედებს.

დღის ამბები