05 ივლისი 2026,   15:33
ვრცლად
ნენსი პელოსს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი

ნენსი პელოსს სომხეთში ვიზიტისას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე და სომხეთში ამერიკის ელჩი დახვდნენ. დღეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ციცერნაკარბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვია და ყვავილებით შეამკო. მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლს ფაშინიანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ასევე, შეხვედრა აქვს დაგეგმილი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან. მხარეებს შორის განხილვის მთავარი საკითხი შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სასაზღვრო ტერიტორიაზე არსებული ვითარება იქნება.

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი განმარტავს, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან სომხეთსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისადმი ერთგულების სიმბოლოა.

დღის ამბები