თანამოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების.
"ჩვენ, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს. აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.