04 ივლისი 2026,   19:07
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანს "ერთკვირიანი შესვენება" მიეცა, ვიდრე ხამენეის დაკრძალვა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს ძალიან მძიმე, დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს და თეირანს ერთი სული აქვს, სამშვიდობო შეთანხმება დადოს.

ტრამპმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა "[ირანს] ხამენეის დაკრძალვისთვის ერთი კვირა მისცა.

"შეერთებულმა შტატებმა [ირანს] დაკრძალვისთვის ერთი კვირა მისცა, რადგან ჩვენ კარგი ხალხი ვართ", - აღნიშმა ტრამპმა.

ირანში გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრავალდღიანი დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია ოფიციალირად 3 ივლისს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება.

 

 

დღის ამბები