05 ივლისი 2026,   16:54
ვრცლად
მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი "თბილისის ურბანული ტყე" დასრულების ეტაპზეა

"თბილისის ურბანული ტყე" - მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა. პროექტს, რომელიც 2020 წელს დაიწყო, სრულად საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

პროექტის მიზანი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მოქალაქეებისთვის ბუნებასთან ახლოს, უსაფრთხო და კომფორტული სარეკრეაციო სივრცის შექმნაა.

ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ "თბილისის ურბანული ტყე" დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება, რომელიც ერთდროულად ეკოლოგიურ, ტურისტულ და დასასვენებელ ფუნქციას შეითავსებს.

დღის ამბები