05 ივლისი 2026,   17:44
ვრცლად
ბრაზილია ნორვეგიის წინააღმდეგ - "რუსთავი 2-ზე მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება

ფეხბურთის დღესასწაული "რუსთავი 2-ზე" - ბრაზილია-ნორვეგია ერთმანეთის პირისპირ. სამხრეთ ამერიკული ცეცხლისა და სკანდინავიური ცივი გონების დაპირისპირებას დღეს მაყურებელი ჩვენს არხზე, ღამის 12:00 საათზე ნახავს.

დაუჯერებელია, თუმცა 5-გზის მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიას, ნორვეგიისთვის არასდროს მოუგია, ნაკრებების 4 შეხვედრიდან, 2 ფრედ, 2 კი ნორვეგიის სასარგებლოდ დასრულდა, სწორედ ამიტომ, დღევანდელ თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დილის 04:00 საათზე დაიწყება: ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკა, "აცტეკაზე", ინგლისს უმასპინძლებს. მექსიკისა და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ. საერთო სტატისტიკით ინგლისი დომინირებს.

დღის ამბები