აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში - ზურაბ პატარაძე ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა.
ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აჭარის პოტენციალის სრულად ათვისება ტვირთბრუნვის ზრდის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.