05 ივლისი 2026,   19:36
ვრცლად
ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ბარსელონასთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა 2 000-ს ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლი გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც, დამწვარია საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ თვითნებური ევაკუაცია საფრთხეს შეიცავს, რადგან ადამიანები, შესაძლოა, გზაზე ცეცხლის ალყაში მოექცნენ.

დღის ამბები