თბილისური აივნები, სადარბაზოები, ფერად–ფერადი ორნამენტები – ამ უბანში ნოდარ სუმბაძისთვის ყველაფერი მშობლიურია. მოგონებებიც ისეთივეა, როგორც წლების წინ, მაშინ პატარა ბიჭი რომ იყო და ზურგჩანთით ქიქოძის ქუჩის გავლით პირველ სკოლისკენ რომ მიდიოდა.

ასათიანზე – ყოფილი ენგელსის ქუჩაზე დაიბადა. მამაც არქიტექტორი ჰყავდა. გორის, რუსთავის, ბათუმისა და რუმინული ქალაქის – ვიქტორიას დამპორეტებელი. დედა „პიონერთა სასახლეში“ ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში მუშაობდა. ძველი თბილისის ქუჩებში ბევრს დადიოდა, შენობებს აკვირდებოდა, სწავლობდა – პროფესიის არჩევაც ამან განაპირობა.

ნოდარ სუმბაძეს ძველ თბილისში შევხვდით. ეს უბანი შემთხვევით არ შეურჩევია, სოლოლაკი ხომ პირველია უბანია თბილისში, რომელიც მეცხრამტე საუკუნეში დაპორექტდა. აქ მოსახლოების მდიდარი ფენა ცხოვრობდა - ბურჟუაზია, ვაჭრები, მეწარმეები.
დედაქლაქს 5 თითივით იცნობს, თბილისს, როგორც დროის მაქანას, რომელიც ისტორიის ფენებში გმოგზაურებს. ხშირად ისეთი დეტალებისა და კომპონენტების ნაზავს, რომელიც ერთი შეხდევით შესაძლოა პარადოქსულადაც მოგეჩვენოს. თბილისი ხომ აღმოსავლურ-დასავლური, აზიურ-ევროპული მიქსია, არქიტექტურული სტილისა და ხელოვნების მიმდინარეობების ენციკლოპედია.

თბილისში არის საოცარი ნაზავი კავკასისური, აღმოსავლური, ქართლი და ვეროპული სტილისა. მაგალითად, თბილისური აივნების სახასიათო ის არის, რომ შენობებს ევროპული აივნები აქვს ქუჩის მხარეს, აზიური კი ეზოს მხარეს. მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენ გვყავდა თბილისელი არქიტეტორები, შენობების უმრავლესობა სომეხმა არქიტეტორებმა დააპროექტეს – ევროპული ქალაქების მიბაძვით.

თბილისი საკვანძო პუნქტი იყო ევროპასა და აზიას შორის – ჯერ კიდევ მეცხრამტე საუკუნეში ინდოელი ვაჭრები ჩამოდიოდნენ აქლემებით. ურბანული განვითარება, ქუჩების მოკირწყვლა კი მოგვიანებით, მეფინასცვალ ვორონცოვის დროს დაიწყო. მის სახელს უკავშირდება ტფილისისა და ტფილისელების ე.წ. ევროპეიზაცია.


თბილისურ ქუჩებში ნანახი და გადახდენილი დოკუმენტებში აღწერა. ნოდარ სუმბაძემ ბოლო წლებში არაერთი ალბომი გამოსცა. მცირე ესეები თბილისური სახლების აივნებზე, აბრებზე, სვეტისთავებზე; სადარბაზოების, შენობების ფასადების დეტალებზე.

აქ წააწყდებით როგორც ბავშვების თანამედროვე, მხიარულ ნახატებს დედაქალაქის ქუჩების კედლებზე, ისე გაქრობის პირას მისულ აუზებსა თუ ლითონის საფოსტო ჭრილებს, რომელიც ძველად თითქმის ყველა სადარბაზოს კარს ამშვენებდა.


თბილისური ფოტოდოკუმენტალისტიკა – ძველი თბილისის თითქმის 500-მდე სახლის ფასადი, ფანჯარა, 150 წლის წინანდელ ბარელიეფებზე გამოსახული ტიტანები, ეშმაკები, პანები თუ სირინოზები, მანსარდები, მოაჯირები, აივნები, სადარბაზოები, სადარბაზოების კარი თუ მისი სახელურები, ტრანსფორმირდნენ ტაბულებად და არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის პერსონალური კომპიუტერის უამრავ ფაილში გაანლაგდნენ.

ნოდარ სუმბაძე გვესაუბრება გერმანელების კვალზე, თბილისში და არამხოლოდ.


ისინი საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩდნენ. დასახლდნენ მტკვართან ახლოს. გარკვეული პერიოდის განმავლოიბაში სწორედ ისინი ამარაგებდნენ მთელ თბილისს კვების ობიექტებითა და სახელოსნოებით.

თბილისის მეხსიერების ფრაგმენტების შემგროვებელი კაცი ძველი თბილისის ქუჩებში ისევ მოგზაურობს, თბილისურ მემკვიდრეობას აგროვებს და ისევ ქალაქურ აღამოჩენებშია.
ძნელად თუ მოიძებნება ადგილი ტფილისში, იმაზე მისტიკური, ვიდრე მადათოვის კუნძულია. კუნძული, პრაქტიკულად, ლეგენდადაა ქცეული, ლეგენდად, რომლის შესახებაც ცნობები არცთუ მრავლადაა.

ორთაჭალის კუნძული მოქცეული იყო მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის. დღეს დაახლოებით იმ ადგილას ორთაჭალჰესია.
მადათოვის კუნძული, ყოფილი კუნძული მდინარე მტკვარზე, იქ, სადაც ახლანდელ კ. მარქსის სახ. ხიდებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მტკვარი 2 განშტოებას ქმნიდა. მადათოვის კუნძულის ძველი სახელწოდებებია „ახალი ბაღი მეიდნისა“ (ვახუშტი, XVIII ს.) და ორბელიანების კუნძული.
XIX ს-ში კუნძული გენ. ვ. მადათოვმა შეიძინა, ამიტომ ეწოდა მადათოვის კუნძული. XX ს. 20-30-იან წლებში, მტკვრის მარჯვენა ნაპირის საყრდენი კედლის ამოყვანის შემდეგ, მადათოვის კუნძული ქალაქის სახმელეთო ნაწილს შეუერთდა.
რომ არა ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, XX საუკუნის 30-იან წლებში მტკვრის ერთი ტოტი დააშრეს, სკუდიერის ხიდი „გაამშრალეს“ და საავტომობილო გზა გაიყვანეს, 90-იანებში დაბადებულ ავლაბრელ ბიჭებს კიდევ ერთი ადგილი ექნებოდათ ე.წ. „პესკების“, ბარათაშვილის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის გარდა, სადაც მშობლების აკრძალვის მიუხედავად, ზაფხულის ცხელ დღეებში გაიპარებოდნენ. თანაც, სად „პესკები“ თუ ბოტანიკური ბაღი და სად ქალაქის შუაგულში მდებარე კუნძული!

საწუხაროდ, ამ კუნძულის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თითქოს არც არსებულაო, არადა აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგიას“ თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მისი გაქრობიდან დიდი დროც არაა გასული, ასე უძეგლოდ რომ დაკარგულიყო.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იმ დროისათვის, როდესაც „კაენის სულის აღზევება“ ახლოვდებოდა, ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებას კუნძულის „გაუქმებასთან“ დაკავშირებით, „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე მიესალმებოდნენ კიდეც:



ორთაჭალის ბაღები არსებობდა 1950-იან წლებამდე, ორთაჭალჰესის აგებამდე. შემდეგ სანაპიროებიც მოეწყო, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც არსებობა შეწყვიტა.