05 ივლისი 2026,   13:28
ვრცლად
ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება უკვე მიმდინარეობს.

V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს, სადაც, პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ციხის მიმდებარე ტერიტორიისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც მოხდება. 

დღის ამბები