ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა - ტურისტულ ზონებში, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება.
კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.