ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე კვლავ დაკვამლიანებაა. ბოლო ერთ კვირაში ხანძრის ეს მესამე შემთხვევა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. ცეცხლის ზონამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან.
რა ფართობზეა და რამ გამოიწვია ხანძრის გავრცელება უცნობია. ცნობისთვის, ვაშლოვანის ნაკრძალში, პირველად ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა, ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენიც.