08 მაისი 2021,   22:21
ვრცლად
სრულად ვაქცინაციის შემდეგ ე.წ. მწვანე პასპორტები გაიცემა - მთავრობა აცრილ მოქალაქეებს შეღავათებს დაუწესებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება.

გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი. 

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი. ამასთან, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები