იმერეთში მძღოლებმა საწვავზე მომატებული ფასები ქუთაისი-თბილისის ავტობანის გადაკეტვით გააპროტესტეს. სამართალდამცავებმა გზა მალევე გახსნეს.
მძღოლები ამ წუთებში ავტობანზე რჩებიან, ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ, მთავრობასთან ამ საკითხზე ყურადღბის გამახვილებას და მათთან შეხვედრას მოითხოვენ.
ადგილზე საგზაო მოძრაობას ამ წუთებში პოლიცია არეგულირებს.
ავტობანზე მყოფ აქციის მონაწილეებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე შეხვდა.
მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა ხვალ გუბერნიაში მოვიდნენ, შეხვდნენ გუბენრატორს და ზვიად შალამბერიძესთან ერთად განიხილონ პრობლემა.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. ავტობანზე მოძრაობა თავისუფლადაა შესაძლებელი.