29 ოქტომბერი 2020,   21:16
ვრცლად
წყალტუბოში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანიც ადასტურებს. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. 

ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების დაზუსტება.

დღის ამბები