26 ოქტომბერი 2026,   03:25
ვრცლად
ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანი 2-ის (მუხიანი) მაჟორიტარმა ცოტნე ჩიქვინიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, გლდანის რაიონის მაჟორიტარები შალვა ოგბაიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და ჯაბა ჯოღუა, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე,  გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ცოტნე ჩიქვინიძე არის თბილისის საკრებულოს სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების წევრი. დეპუტატის ანგარიში მოიცავდა მის საქმიანობას უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა თბილისის საკრებულოს 18  და ბიუროს 20 სხდომა.

ცოტნე ჩიქვინიძის ერთი წლის მუშაობის ანგარიშში დეტალურად არის ასახული სამაჟორიტარო ოლქში საქმიანობა. სამაჟორიტარო ბიუროში წლის განმავლობაში იმართებოდა  მოქალაქეთა მიღებები და  კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობასთან შეხვედრები. როგორც ცოტნე ჩიქვინიძემ აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში მუხიანში შესრულებულ პროექტებზე ჯამში 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. განხორციელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა, ლიფტების შესაკეთებელი სამუშაოები, წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის და სახურავების შესაკეთებელი სამუშაოები, სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა და შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალური პროგრამების განხორციელებასა და რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ისაუბრა.

ცოტნე ჩიქვინიძემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გლდანი 2-ის სამაჟორიტარო ოლქში  საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე დეტალური მასალა წარადგინა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, მომავალში აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

დღის ამბები