26 ოქტომბერი 2026,   03:41
ვრცლად
მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია თუ რატომ უნდა არსებობდეს ისეთი დანაშაულებრივი, ე.წ. პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები - გურამ მაჭარაშვილი

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. 

"მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, თუ რატომ უნდა არსებობდეს ისეთი დანაშაულებრივი, ე.წ. პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები. რაც არის სარჩელში მტკიცებულებები და საკმარისზე მეტი მაგალითები, თუ რატომ უნდა აიკრძალონ ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი მოუთხოვია.

წარმოიდგინეთ, მოითხოვეს ადამიანების დაკითხვა იქ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ლიდერები თუ მოწმეები და ა.შ. და არავის არც ერთხელ არ მოუთხოვია, მაგალითად, საგამოძიებო კომისიაზე მოსული 120 ადამიანზე მეტიდან რომელიმეს დაკითხვა. თუ ეთანხმებიან, მაშინ მოაწერონ ხელი სარჩელს საერთოდ და თუ არ ეთანხმებიან და რასაც ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ამ დასკვნას, მაშინ იმ 120 ადამიანზე მეტი ცოცხალი მოწმე, ვინც გადაურჩა "ნაცმოძრაობას", ხომ არის საინტერესო რას ამბობს? არც ერთს არ დაუსვამს ეს შუამდგომლობა. აი ეს არის აქ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი. რატომ? იმიტომ, რომ იციან, რომ იქვე განულდებიან ყველანი", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხვალ კი, მოსამართლეთა პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომოლობაზე, რომელიც მოწმეთა დაკითხვას და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხება. მათ შორის, 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმზე, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსების შესახებ. 

დღის ამბები