26 ოქტომბერი 2026,   04:07
ვრცლად
ისრაელი არჩევნების წინ - ნეთანიაჰუს პოლიტიკური მომავალი, უსაფრთხოების გამოწვევები და ქართული კვალი წმინდა მიწაზე

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხი კვლავ რთული პოლიტიკური გამოწვევაა. ისრაელი 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ეს პირველი არჩევნებია 2023 წლის 7 ოქტომბრის შემზარავი ტერაქტისა და ღაზაში ომის შემდეგ. ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური მომავალი და განსაზღვროს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია უახლოეს წლებში.

პოლიტიკური ვნებათაღელვისა და სამხედრო კონფლიქტების მიღმა კი ისრაელი წმინდა მიწაა, სადაც სამი მსოფლიო რელიგია იშვა. იერუსალიმი - ქალაქი, რომლის ქუჩებიც კაცობრიობის ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან ეპოქას ინახავს და სადაც ქართული კულტურისა და სარწმუნოების კვალიც საუკუნეებს ითვლის.

როგორ ცხოვრობენ ადამიანები ქვეყანაში, რომლის ყოველდღიურობაც უსაფრთხოების მუდმივ გამოწვევებს უკავშირდება - "კურიერი P.S."-ის ექსკლუზიური რეპორტაჟი ისრაელიდან.

დღის ამბები