27 ოქტომბერი 2026,   11:33
ვრცლად
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გრძელდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება - საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვის უფლებით უკვე ისარგებლა მოსარჩელე მხარემ, ახლა კი დარბაზში მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს უსმენენ.

ზაზა ბიბილაშვილს, რომელიც სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს სასამართლოს თავმჯდომარემ არაერთი შენიშვნა მისცა, მოუწოდა ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის არ გამოიყენოს და საქმის სამართლებრივ არსზე კონცენტრირდეს. 

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ბათუმში მთელი კვირა გაგრძელდება.

 

 

 

დღის ამბები