აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპს განცხადების დროს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
"მე მხარს არავის ვუჭერდი, თუმცა ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. არჩევნების შედეგები ეჭვგარეშე უნდა იყოს, ეს არჩევნები კი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა", - აღნიშნა ტრამპმა.
დამარცხებული მემარჯვენე პოლიტიკოსი და ბრაზილიელი სენატორი, ფლავიო ბოლსონარუ, არჩევნებში მარცხს არ აღიარებს.
მისი მამა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე იყო.
მედიის ინფორმაციით, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, ბოლო პერიოდში მემარჯვენე ძალების მიერ მოპოვებულ საარჩევნო გამარჯვებებს ტრამპის ადმინისტრაცია დადებითად შეხვდა.