26 ოქტომბერი 2026,   19:51
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას. მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში მონაწილეობს "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში."

დღის ამბები