20 ნოემბერი 2026,   17:32
ვრცლად
მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ტრაგედიებით მკვებავ "პოლიტიკურ" ჯგუფებს მოვუწოდებთ, ამ მძიმე წუთებში მაინც შეწყვიტონ საკუთარი ამორალური სახის დემონსტრირება - "ნეიტრალური საქართველო"

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პარტიის წარმომადგენლები, ურთულეს პირობებში პროფესიონალურად და თავდაუზოგავად მუშაობისთვის მეხანძრე-მაშველებსა და შსს-ს მადლობას უხდიან.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს და შსს-ს, რომლებმაც ურთულეს პირობებში პროფესიონალურად და თავდაუზოგავად იმუშავეს, დახმარება აღმოუჩინეს დაშავებულებს და ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

ტრაგედიებით მკვებავ „პოლიტიკურ“ ჯგუფებს მოვუწოდებთ, ამ მძიმე წუთებში მაინც შეწყვიტონ საკუთარი ამორალური სახის დემონსტრირება!"- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

დღის ამბები