20 ნოემბერი 2026,   17:31
ვრცლად
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს კი სამძიმარს უცხადებს.

"ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ მძიმე დროს ბულგარეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და იზიარებს მათ მწუხარებას,"- წერია სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები