18 ნოემბერი 2026,   10:33
ვრცლად
რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დასავლეთ ციმბირში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

თვითმფრინავი An-12 კემეროვოს ოლქში, სოფელ იაგუნოვოს მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს ადგილი მოსკოვიდან დაახლოებით 3 000 კილომეტრში, აღმოსავლეთით მდებარეობს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს ამჟამად საჰაერო ძალების ექსპერტები იკვლევენ. An-12-ის ეკიპაჟი, როგორც წესი, ექვსი ადამიანისგან შედგება.

An-12 საბჭოთა კავშირში წარმოებული, ოთხძრავიანი ტურბოპროპელერიანი სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც ექსპლუატაციაში 1950-იანი წლების ბოლოდან არის. ამ თვითმფრინავების 1000-ზე მეტი ერთეული გამოუშვეს, ზოგიერთი კი დღემდე ექსპლუატაციაშია რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

დღის ამბები