18 ნოემბერი 2026,   09:05
ვრცლად
ბრიუსელში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ბრიუსელში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც.

დემონსტრანტების ნაწილმა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საავტომობილო გზა და გვირაბი გადაკეტა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მომიტინგეებმა ბარიკადების აღმართვაც სცადეს, საპასუხოდ კი პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

შეგახსენებთ, პროტესტის მთავარი მიზეზი ბელგიაში განათლების სფეროში არსებული გამოწვევებია.

დღის ამბები