18 ნოემბერი 2026,   09:09
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აზერბაიჯანში ვიზიტს განაგრძობს. მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და დარგობრივ მინისტრებთან.

მხარეები ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივ პროექტებს და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

დღის ამბები