18 ნოემბერი 2026,   09:32
ვრცლად
რუსეთში, კემეროვოს ოლქში, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ავიაკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, სოფელ იაგუნოვოსთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით, ავიაკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, საჰაერო ხომალდს ცეცხლი ჰაერშივე გაუჩნდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება და აფეთქება.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და საგანგებო სიტუაციების ბრიგადები მუშაობენ. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები