10 ნოემბერი 2026,   18:58
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - კახაბერ წიკლაური 2 000 ლარით დაჯარიმდა, ფრიდონ ბერიძის საქმეს კი ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ფრიდონ ბერიძის საქმეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანსა და ზურაბ ხაჩიძეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 2 000 ლარით დააჯარიმა კახაბერ წიკლაური. მან სიძულვილის ენა თემურ თათარაშვილის მისამართით გამოიყენა.

"გრძელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვა. დღეს თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ორივე შემთხვევაში ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული პიროვნებები ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად და მათ განესაზღვრათ სხვადასხვა ოდენობით ჯარიმა", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ანდრო გურული.

დღის ამბები