"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები"-ს 2026 წლის სეზონი დასკვნითი გალა-კონცერტით დაიხურება. გალა-კონცერტი "თამარ ლიჩელი და მეგობრები" 12 ნოემბერს, 19.00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
საღამო ერთ სცენაზე გააერთიანებს გამორჩეულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებიც მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებენ. წლევანდელი დასკვნითი კონცერტიც, ტრადიციისამებრ, ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერებს დაეთმობა. გალა-კონცერტში მონაწილეობენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე, ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნოდარ მდივანი, ნათია ქავთარაძე, გიორგი შავერზაშვილი და თემურ გუგუშვილი.
"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" 2024 წელს თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა და მოკლე დროში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა როგორც მუსიკალურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში.
სერიები "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" ორ მნიშვნელოვან მიზანს - ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ემსახურება. დაარსებიდან დღემდე კონცერტების სერია თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის: გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.