10 ნოემბერი 2026,   15:09
ვრცლად
ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრამ ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები - ვარლამ ლიპარტელიანი

ქართულ-ჩინური ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ქართული დელეგაცია სრულიად ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციას შეხვდა. მთავარი თემა იყო თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის მთავარი მიზანი, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გამყარებაა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა..

"ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრამ ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს, ზაფხულში, ახალგაზრდები მიიღებენ ფორუმში მონაწილეობას. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია ის, რომ არასოდეს არ ყოფილა აქამდე ურთიერთობა ჩინეთის ახალგაზრდულსა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ გუნდებს შორის და მე ვფიქრობ ეს ძალიან ღირსეული და კარგი გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები