2026 წლის 9 ნოემბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიშელ ბუსკილასთან. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების დინამიკაზე და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.