საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია ძალადობას არ ემიჯნება, რადგან ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს. განცხადება სებასტიან ლეკორნუმ ეროვნულ ასამბლეაში გამართულ სხდომაზე, პარტია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" დეპუტატის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
"თქვენ ძალადობაზე საუბრობთ, თუმცა ვხედავ, რომ ძალადობრივ ქმედებებს არ გმობთ. რეალობა ისაა, რომ ძალადობის მიმართ ორაზროვან პოზიციას იკავებთ, რადგან ძალადობა თქვენი პოლიტიკური პროექტის ნაწილია. თქვენი მიზანია, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყანაში ქაოსი დათესოთ. ამ მოძრაობის დაწყების დღიდან ქვეყანაში ქაოსის დათესვას ცდილობთ. ეს სკანდალია", - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
პატიზის სხვადასხვა ქალაში, გუშინდელ აქციებზე ჯამში 1 600 000 ადამიანი გავიდა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ისევ შეტაკებები იყო. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 53 სამართალდამცველი და ათობით მომიტინგე, ნაწილმა დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო.
ქვეყანაში 6 კვირაზე მეტია, განათლების რეფორმის მოთხოვნით აქციებს მართავენ მოსწავლეები და სტუდენტები - მათ პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ლუკა ჩლაიძე