მონაკოს სამთავროში სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. მინისტერიალის ფარგლებში სპორტის მინისტრი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ოლივიე ნიგლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ანტიდოპინგური სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა (GADCEA) და
ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას (CEADO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.