აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კორტნი ოსტრიანის საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, მინისტრთნ შეხვედრისას განხილვის თემა იყო შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ზოგადად, შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები.
"აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები", – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 4 ნოემბერს შეხვდა.