06 ნოემბერი 2026,   10:29
ვრცლად
"ეს მისი მმართველობის სავალალო დასასრულია" - საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კვლევითი ინსტიტუტის, "ელაბის" ახალი გამოკითხვით, ემანუელ მაკრონს მოქალაქეთა მხოლოდ 13 პროცენტი ენდობა, ხოლო 82 პროცენტი უნდობლობას უცხადებს.

მაკრონმა ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის 2016 წლის ანტირეკორდიც მოხსნა, რომლის რეიტინგი 14 პროცენტი იყო. მწვავე სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მინიმუმამდე - 17 პროცენტამდე შემცირდა პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს ნდობის მაჩვენებელიც. პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს 35 პროცენტით კვლავ მარინ ლე პენი იკავებს.

საფრანგეთის პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის თქმით, მაკრონს ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაზე მხარი საკუთარმა დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს, რაც "მისი მმართველობის სავალალო დასასრულია".

"ემანუელ მაკრონმა მართლაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა, მათ შორის ისიც, რომ ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაზე მას მხარი საკუთარმა დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს. თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ეს მისი მმართველობის საკმაოდ სავალალო დასასრულია", - აცხადებს ლე პენი.

 

დღის ამბები