06 ნოემბერი 2026,   02:50
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები