06 ნოემბერი 2026,   12:58
ვრცლად
საქართველოს დღეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა.

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს.

დღის ამბები